ფემიციდის შემთხვევები - სახალხო დამცველის განცხადება

24 მაისი 2024, 14:59 437 ნახვა

ფემიციდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი  მოუწოდებს   მთავრობას, გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ.

ლევან იოსელიანის განმარტებით,   აუცილებელია    გატარდეს  ზომები, რომლებიც მოიცავს განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას.   

ომბუდსმენის  განცხადებით, ფემიციდის მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ რჩება ფემიციდის გამომწვევ ძირეულ პრობლემად.  მხოლოდ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში