სანქციების პაკეტი სენატში

24 მაისი 2024, 19:44 453 ნახვა

აშშ-ის მხრიდან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილება, რომელიც დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. საუბარია სანქციების ორპარტიულ პაკეტზე სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი“, რომელსაც სენატორები დღეს ამერიკის სენატს წარუდგენენ.

ოფიციალურ განხილვამდე ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზეა პასუხისმგებელი და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს. შაჰინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს პაკეტი ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისადმი, კიდევ ერთხელ დაადასტურებს შტატების ერთგულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში