მსჯელობა ევროსაბჭოში

24 მაისი 2024, 19:44 436 ნახვა

საქართველოში არსებული ვითარება და კანონი, რომელიც ქვეყანაში ვნებათაღელვის მიზეზია ევროპელმა პარტნიორებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დისტანციურად, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფიაშვილი დარბაზში დაესწრო. ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა სხდომის წევრებს უთხრა, რომ შიდა და გარე აქტორებმა გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება განახორციელეს.

შალვა პაპუაშვილი შეეცადა თავად მიეწოდებინა ამ კანონის შინაარსის შესახებ ინფორმაცია და დაერწმუნებინა  ევროპელი პარტნიორები, რომ კანონის ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების მთლიანობის შენარჩუნება.

თავის მხრივ, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერონიკა ბილკოვამ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, რატომ არ შეესაბამება კანონი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ამასთან, პარალელი გაავლო სხვა ქვეყნებში მოქმედ  კანონთან, მათ შორის ამერიკულ ფარასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში