ჩინეთმა საქართველოს გავლით, ევროპის მიმართულებით, ავტოტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა დაიწყო

25 მაისი 2024, 10:24 8886 ნახვა

ისტორიაში პირველად, ჩინეთმა საქართველოს გავლით ავტოტრანსპორტით ტვირთის, ევროპის მიმართულებით, გადაზიდვა დაიწყო.

ყაზახეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პირველი საცდელი ავტოგადაზიდვა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით სრულდება.

პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომელიც 80 ტონას იწონის, ჩინეთიდან გაემგზავრა, გაიარა სატრანზიტო მარშრუტზე და მიმდინარე წლის 23 მაისს ავიდა ბორანზე ქალაქ, აქტაუს კურიკის პორტში. სატვირთო ავტომობილები გააგრძელებენ მოძრაობას ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე.

დღეს, ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს მიეწოდება საზღვაო გზით 52 დღეში, ტვირთის უფრო მცირე მოცულობა მიდის რკინიგზით – 22 დღემდე, ხოლო, საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია შეამციროს ეს დრო 12 დღემდე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში