ქორეოგრაფიულმა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა

26 მაისი 2024, 11:49 3388 ნახვა

უწყვეტი, ხანგრძლივი ტაშის ფონზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქორეოგრაფიული სპექტაკლი შედგა. 

ღონისძიებაში რომლის რეჟისორიც ზაზა სიხარულიძეა, ქორეოგრაფიული ანსამბლები “მთაწმინდა” და “გენი” მონაწილეობენ. სცენაზე ანსამბლებმა ერთი საათის განმავლობაში თეატრალიზებულად, სპეციალური დეკორაციებისა და განათების მეშვეობით საქართველოს ისტორიის ფრაგმენტები გააცოცხლეს.

ეს იყო ქორეოგრაფიით გადმოცემული წარმოდგენა, რომელშიც გამოყენებული იყო ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა კინოფილმიდან “ფესვები”, ასევე “აჭარული ბალადა” .  სულ წარმოდგენაში 200 სხვადასხვა ასაკის მოცეკვავე მონაწილეობდა.

მთავარი ქორეოგრაფები კი იყვნენ გიორგი ფარსენაძე და გიორგი ონიანი. წარმოდგენას მუსიკალურად ცოცხალი ფოლკლორული ბენდი აფორმებდა. 

ქორეოგრაფიული სპექტაკლის დასასრულს “თბილისის ბიჭუნათა კაპელამ” საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რასაც სავსე დარბაზში მყოფი მაყურებელი ფეხზე წამოდგომით და უწყვეტი ტაშით შეხვდა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში