თოჯინების თეატრში ვეტერანებს და ოჯახის წევრებს უმასპინძლეს

26 მაისი 2024, 17:09 618 ნახვა

,,საიდანაც მზე მოდიოდა'' - დღეს ამ სპექტაკლის ჩვენება გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.

ჩვენება სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაიმართა. სპექტაკლის ავტორი ელენე მაცხონაშვილია

სპექტაკლში თოჯინები იმ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებს გადმოსცემენ, რომელიც  საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა. საკვანძო მომენტი კი აგვისტოს ომი და ამ ომთან დაკავშირებული ადამიანური ისტორიებია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში