პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ რამდენიმე ოპოზიციური პარტია უერთდება 

27 მაისი 2024, 10:17 382 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციის მხრიდან. რამდენიმე პარტიამ ქართულ ქარტიაზე შეერთების სურვილი გამოთქვა. მათ შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“.

ამ პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა გამოხმაურების შესახებ განცხადება გაავრცელა, ნაწილმა კი თანხმობის შესახებ კომენტარი მედიასთან გააჟღერა.

პრეზიდენტის შეთავაზებული გეგმის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ქარტია საქართველოს მოქალაქეების  უმრავლესობის ნებას გამოხატავს. თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში