„ქართული ქარტია” - პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა წარადგინა

27 მაისი 2024, 11:38 453 ნახვა

‘’ქართული ქარტია’’, რომელსაც პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს მათი აზრით ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებას, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას გულისხმობს. 

დოკუმენტში წერია რომ  ხელმომწერები, ვინც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატს მიიღებენ,  იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ქარტიის პირობები საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან პირობებში.

ქარტიაში  წერია რომ გაუქმება ეხება არამარტო გამჭვირვალობის კანონს არამედ ასევე ე.წ. ოფშორების კანონს, საარჩევნო ცვლილებებს და ნებისმიერ სხვა კანონს, რომელიც ჩაითვლება ანტიევროპულად’’. ქარტიაში ასევე საუბარია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე და ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებების გადანაწილებაზე, ასევე ეროვნული ბანკის მართვის სისტემის ცვლილებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში