ბრალდება  და  არგუმენტები

28 მარტი 2017, 00:00 1849 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა კვლავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  11-12 მარტის სტამბოლში ვიზიტს იკვლევს. ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით მთავრობისგან გამოთხოვილი ინფორმაცია გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი არ არის გაცემული. წერილში აღნიშნულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი საბიუჯეტო თანხებით არ დაფინანსებულა და შესაბამისად ინფორმაციას ვერ მიაწვდიან. ბაგრატიონი ირწმუნება, რომ პატარაძე საქართველოში ღამის ორ საათზე დაბრუნდა და აქციაზე მაშინვე არ მივიდა. მთავრობაში განმარტებები გაკეთდა. აცხადებენ, რომ ზურაბ პატარაძე სტამბოლიდან საქართველოში დილის ექვსის 7 წუთზე დაბრუნდა, იგი თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა და ერთ საათში ბათუმში იმყოფებოდა. სამმართველოსთან მისვლამდე, კი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა. 

ამავე კატეგორიაში