შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“ - შალვა პაპუაშვილი

27 მაისი 2024, 17:42 430 ნახვა

ვნახეთ ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიციაში არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს, სინამდვილეში ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის ნაწილია. გუშინ, ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ ქარტიის სახით, რასაც ჩვენ შეგვიძლია ნათლად ვუწოდოთ „ომის ქარტია“, იმიტომ, რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

"საერთო ჯამში, ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მართლაც ვუწოდოთ „ომის ქარტია“, რადგან აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო „ომის ქარტია“.  ასე დაანონსეს კიდეც.

 

პირველი – დაანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ. რეპრესიები, ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტილშია, ზუსტად იმ სტილში დააანონსდა და ამიტომაც თავისთავად გასაგებია, საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, თითქოს ცალ-ცალკე ძალები არიან, საერთო ჯამში შეიკრიბნენ ისინი ერთიან ფანჩატურში, სადაც არაერთხელ იყვნენ. ერთი და იგივე მდინარეში შედის ოპოზიცია. კარგია, რომ საბოლოო ჯამში, იქამდე მივიყვანეთ ჩვენ ოპიზიცია, რომ კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, ზუსტად იგივე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ 2020 წელს. საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის ერთია. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია, თითქოს იყვნენ სხვადასხვა ძალა, დავასრულებინეთ ჩვენ ოპოზიციას, მათ შორის გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო საერთო სახის ჩვენებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, გუშინ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ერევა საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას და მიზნებს.

"მნიშვნელოვანია მეორე ასპექტიც, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ამით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ, ცხადად ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ის მისი პიზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის მარტივად დარღვევა კონსტიტუციის, უკვე მეორე დარღვევა კონსტიტუციის. ელჩებიც იქ იყვნენ, ახლა საინტერესოა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის არგამოყენება\გამოყენების განხილვაში, საინტერესოა, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას, თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში