უმრავლესობა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

28 მაისი 2024, 10:01 388 ნახვა

საპარლამენტო  უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება.  2 საათში პლენარულ სესიაზე გადაწყდება სადავო კანონის ბედი. ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ქართულ ოცნებას აქვს.  „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევას „ქართულმა ოცნებამ„ იურიდიულ კომიტეტზე გუშინ მხარი დაუჭირა.

იურიდიულ კომიტეტზე სხდომა  კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში