საგამოძიებო სამსახურმა „ნაიკის“ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ამხილა

28 მაისი 2024, 09:58 492 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქ. თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკი“-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მფლობლობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, „ნაიკი“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი „ნაიკი“-ს ლოგო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2- წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში