პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან გააპროტესტებენ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს

28 მაისი 2024, 10:02 402 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან გააპროტესტებენ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს. აქტივისტები პარლამენტის უკანა მხარეს შეიკრიბებიან. აქცია ლოზუნგით - „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ საღამოს 17 საათზე გაგრძელდება.

პროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებით თვეზე მეტია პერნამენტულად მიმდინარეობდა. პარლამენტში მიმდინარე სასესიო განხილვას პირდაპირ ეთერში დიდ ეკრანზე აჩვენებენ ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ასევე აქციაა დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში