გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით - დიდი ბრიტანეთის საელჩო

28 მაისი 2024, 21:41 354 ნახვა

გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით, - ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ, კვლავ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ვეტოდადებულ პროექტს დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში