პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები - ხატია დეკანოიძე

28 მაისი 2024, 22:33 393 ნახვა

პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ, პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თუმცა, დეკანოიძე ამბობს, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ქარტიას.

„დღეს პრეზიდენტს ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ, სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა გამოაცხადა. მხარს ვუჭერ, როგორც რეფორმების ნაწილს, ასევე, პოლიტიკურ ნაწილს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მოიპოვოს ნდობა, ვინც გადის არჩევნებზე. ეს ნდობა, უპირველეს ყოვლისა, არის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს, ჩვენ ძალაუფლებისთვის კიარ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ამ ქვეყნის გადასარჩენად“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში