ქობულეთში კორპუსებს ხურავენ

29 მარტი 2017, 00:00 4938 ნახვა

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები დაიგეგმა. პროცესი 20 სახლს შეეხება. სამუშაოებისთვის 456 640 ლარია გათვალისწინებული. გამგებლის განცხადებით ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, სამუშაოები კი სავარაუდოდ ივნისის თვიდან დაიწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში