რადიკალური ოპოზიცია მძიმედ დამარცხდა და არის უსუსური მცდელობა, სახე შეინარჩუნონ, ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია - პრემიერი

30 მაისი 2024, 11:31 398 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია სახის შესანარჩუნებლად ფაშისტურ ქმედებებს მიმართავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ფაშისტური ბულინგის არ ეშინიათ.

„რეალურად, რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა და ეს არის ერთგვარი უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ, თუ სახე საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომლებსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში