პარლამენტმა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი გააუქმა

30 მაისი 2024, 17:45 309 ნახვა

80 ხმით,  პარლამენტმა   საარჩევნო  კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება.   

ჯგუფი  სახალხო დამცველის  აპარატის წარმომადგენლებს  და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ ექსპერტებს აერთიანებდა და არჩევნების  დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნებოდა.

ცვლილების ინიციატორების განმარტებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში ჩართულობის სურვილის უქონლობის გამო  ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს.  

გარდა ამისა „ქართული ოცნების“ დეპუტატების  მიერ ინიცირებული  პროექტით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი"  დაწესდა.  უქმდება ორი მესამედით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში