ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 მაისი 2024, 17:47 463 ნახვა

რა გავლენას მოახდენს უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროკავშირის გრანტებზე - კითხვა ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე გახარიას გუნდმა დასვა. საკრებულოს წევრები ოცებიდან ირწმუნებიან, რომ კანონი არ შეაფერხებს საგრანტო პროექტების გაცემას და მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით დაგეგმილი 2 პროექტი განხორციელდება.

გელაურში "მწვანე პარკის" მშენებლობაზე, რისთვისაც დაახლოებით 300-ათასი ევროა გამოყოფილი. ასევე, "შემოქმედებითი სივრცეების ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვაზე" - აქ 500-ათასი ევროა გათვალისწინებული.  საკრებულოს სხდომა სულ 26 საკიტხი განიხილეს.

მათ შორის ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში დაგეგმილი პროექტების დამტკიცების საკითზეც. რომლის მიხედვითაც სოფლის გზებზე ბეტონირების საფარი, სასმელი წყალი და გარე განთების პრობლემები უნდა მოგვარდეს. სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში