ლიეტუვის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

31 მაისი 2024, 17:49 337 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩს განემარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების განცხადებები, მინისტრის აქციაში მონაწილეობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში