საქართველო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა - იენს სტოლტენბერგი

01 ივნისი 2024, 10:28 387 ნახვა

საქართველო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე, ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

„ნატოს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, ექნება თუ არა კანონის მიღებას რაიმე შედეგი კონკრეტულად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განხილულა.

„ეს არ განხილულა და ჩვენი პარტნიორობა არის ის, რასაც ფართო მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, პარტნიორობის ნაწილი არის პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური დიალოგის ნაწილიც არის ის, რომ გამოვთქვათ შეშფოთება. მათ წევრობისთვის განაცხადი შეიტანეს, თუმცა ჯერ არ მიგვინიჭებია წევრობის სამოქმედო გეგმა, მაგრამ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში