პრეზიდენტის ქართული ქარტია - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც იდეას მხარს არ უჭერენ.
მოკლევადიანი პარლამენტი და მთავრობის ახალი მოდელი – ასეთია ორბელიანების სასახლიდან გაჟღერებული სამოქმედო გეგმა ოპოზიციისთვის. მმართველ გუნდში ზურაბიშვილის ეს ინიციატივა ომის ქარტიად უკვე შეფასდა.
ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ კონსულტაციები გრძელდება კონკრეტული საკითხების შეჯერების მიზნით და უახლოეს დღეებში ქარტიაზე ხელმოწერები დაიწყება.