შეხვედრა პენტაგონის წარმომადგენელთან

29 მარტი 2017, 00:00 1481 ნახვა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლაურა კუპერთან  ამ საკითხებზე ისაუბრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით  ლევან იზორიამ პენტაგონის წარმომადგენელს პოლიტიკური, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება. პენტაგონის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო ცენტრის განვითარებაზე გამახვილდა. პენტაგონის წარმომადგენელმა აშშ-ის სახელით ღრმა პატივისცემა გამოხატა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების მიმართ და ქართული კონტინგენტის თანამშრომლობა ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში განსაკუთრებით გამოყო. 

ამავე კატეგორიაში