ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება

03 ივნისი 2024, 15:41 441 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.

გადაწყვეტილების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი.

"ბიურომ კენჭი უნდა უყაროს ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტი დროის განსაზღვრის შესახებ. იყო კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობას შორის და 28 ივნისი არის მოთხოვნილი თარიღი. ვფიქრობ, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და ამასაც მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში