პრეზიდენტის ინიციატივა - ვინ უერთდება „ქართულ ქარტიას“ ?

03 ივნისი 2024, 19:43 375 ნახვა

ვალდებულება აღებულია, დოკუმენტზე კი ხელი მოწერილია-დილიდან ორბელიანების სასახლეში მიდიოდნენ პოლიტიკოსები, ძირითადად ოპოზიციიდან და საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ   ეთანხმებიან და იზიარებენ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ თუ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიცია გაიმარჯვებს, რიგ კანონს გააუქმებენ.

თუმცა მხოლოდ სადავო კანონების ირგვლივ რეფორმები არ არის ქარტიის მიხედვით გაწერილი გეგმები. პოლიტიკური რუქა რომლის ირგვლივაც, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდა და ხელისუფლების ოპონენტები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არ გაიზიარეს, რადგან მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ქარტიაში გათვალისწინებული რეფორმების ნაწილი. 

ქარტია კრახისთვის არის განწირული-ასეთია მმართველი გუნდის პროგნოზი.  ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მიღებას გამართავს

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში