სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია - პრემიერი

04 ივნისი 2024, 12:49 380 ნახვა

ზოგადად, როცა რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მომგებიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული პროექტი განწირულია.

"გახსოვთ, ასეთი პროექტი ადრეც არსებობდა, მას უწოდებდნენ ნათელაშვილის ფანჩატურს, ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა ახლა სალომე ზურაბიშვილმა. ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის. იგივე ადამიანები, არაევროპული სახეები, წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს. უკვე ჩავარდნილია. მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ. რეალურად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი. სხვა არაფერი შეიძლება, ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც პრინციპში ისედაც იყო მოთავსებული“, - განაცხადა კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში