ე.წ. ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემა დაიწყო

05 ივნისი 2024, 19:39 3426 ნახვა

4 წლის წინ დაწყებული მშენებლობის დასრულების შემდეგ ე.წ- ულ ოცნების ქალაქში აშენებულ ახალ კორპუსებში ბინების გადაცემა დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი იქნება ეტაპობრივი. 12 სართულიან კორპუსში ფართს ის ოჯახი მიიღებს, რომელიც სპეციალური კომისიის მიერ დადგენილ 12 კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. 

მათი სია სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება, მანამდე კი რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურად შეირჩა ერთი, 12   წევრიანი ოჯახი, რომელსაც დღეს ახალი ბინის გასაღები პრემიერ-მინისტრმა გადასცა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა უკმაყოფილება. 

ე.წ- ულ ,,ოცნების ქალაქში“ თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობა დაინტერესდა რატომ გადაეცა დღეს მხოლოდ ერთ ოჯახს ახალი სახლი. რა პასუხი აქვთ მათთვის მთავრობას, მიზეზები რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში