„არსიანი“ ევროპული ტურნესთვის ემზადება

06 ივნისი 2024, 14:18 473 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ ევროპული ტურნესთვის ემზადება. კონცერტებს საბერძნეთში, საფრანგეთსა და  ბელგიაში  28 ივნისის  ჩათვლით გამართავენ.  დაგეგმილია სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა. 

ანსამბლის წევრები უცხოელ მაყურებელს ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს  წარუდგენენ.

მომღერალთა გუნდი სოლო კონცერტს  გამართავს და ასევე   სასიმღერო ნომრებს მართლმადიდებლურ ტაძარში მრევლისთვის შეასრულებს.

ანსამბლის მიზანია ტურნეს ფარგლებში ევროპელ მაყურებელს ფოლკლორში  გაცოცხლებული საქართველოს ისტორია ღირსეულად წარუდგინონ.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში