აშშ რამდენიმე ქართველი ოფიციალური და კერძო პირის მიმართ სავიზო შეზღუდვებს აწესებს

07 ივნისი 2024, 10:02 421 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 24-დან 36-მდე მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა.

სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.

მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება სანქცირებულთა ოჯახის წევრებზეც. 

აშშ-ში განმარტავენ, რომ მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია და კანონის მიღების გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, დასავლური ღირებულებებიდან გადახვევის რისკს აჩენს.

„სავიზო აკრძალვები ეხებათ პირებს, ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა: მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება“ - განაცხადა მილერმა.

აშშ იმედოვნებს, რომ საქართვველოს ლიდერები  თავიანთ ქმედებებს გადახედავენ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში