მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ - სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით

08 ივნისი 2024, 10:48 345 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში