პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის - ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას ეხმაურება

08 ივნისი 2024, 18:45 363 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიკსენზე თავდასხმას ეხმაურება.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.

„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ, ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – აღნიშნავს კობახიძე.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში