რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ასლან ბჟანია

08 ივნისი 2024, 21:15 448 ნახვა

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანიას თქმით, მდინარე ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გაამარტივებს ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთას. მაგრამ, დროთა განმავლობაში ველოდები, რომ ჩვენ მივალთ ურთიერთობების ისეთ ეტაპამდე, როდესაც გამშვები პუნქტი საჭირო არ იქნება. საზღვარი იქნება, მაგრამ, საგუშაგო საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში