ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის

09 ივნისი 2024, 11:57 398 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 უბანი გაიხსნა.

საარჩევნო უბნებია გახსნილი მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით სიაში 29 ათასი პირია შეყვანილი. ერთმანეთს კი სულ მაჟორიტარობის 111 კანდიდატი და 7 პოლიტიკური პარტია ეჯიბრებიან. ე.წ პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად საჭიროა 50%-ს პლუს 1 ხმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში