ვერ იქნება ვერც ზაალ მიქელაძის და ვერც სხვა ნებისმიერი რანგის ადამიანის დასანქცირება ის, რის გამოც შეიძლება ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას - ზაალ მიქელაძე

09 ივნისი 2024, 12:41 456 ნახვა

„ხალხის ძალის“ წევრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, სანქციების შიშით საქართველო არ გადაუხვევს კურსს და არ დათმობს ქვეყნის მომავალსა და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, საქართველო არ დათანხმდება ქვეყნის უკრაინიზაციას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გააგრძელებს ქვეყანა ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ ყველა სხვა თემაზე საუბარი, მსჯელობა და კომპრომისის მიღწევა, შესაძლებელია.

„მთავარი პრინციპი დარჩება უცვლელი - ეს ქვეყანა თავის მომავალს არაფრის სანაცვლოდ არ გაყიდის. ვერ იქნება ვერც ზაალ მიქელაძის და ვერც სხვა რანგის ადამიანის დასანქცირება ის, რის გამოც შეიძლება ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას, არ მოხდება ამის გადახედვა. სხვა დანარჩენზე, აბსოლუტურად ყველაფერზე საუბარი შეიძლება.

 

დარწმუნებული ვარ, ევროპა გადალახავს  ვაი-ლიბერალიზმის პერიოდს და დაუბრუნდება სტანდარტულ დემოკრატიას. დავინახავთ, რომ ისიც დიდი მსოფლიო მაგნატების წნეხის ქვეშაა. ჩვენ გვედავებიან რამდენიმე ტონა მანდარინის და ყურძნის გატანას ჩრდილოეთში და ან იმასაც, რომ ვინმემ რამდენიმე სახურავისთვის ალუმინი შემოიტანა თურმე რუსეთიდან. ამ დროს, დატვირთულ გემებსა და ტრაილერებს ვხედავთ ევროპაში, რასაც „რუსული“ აწერია. არ შეუწყვეტია არავის ვაჭრობა რუსეთთან და ვიღაცა თვალებს გვიბრმავებს“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში