ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

09 ივნისი 2024, 18:44 351 ნახვა

ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს.

ამის შესახებ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ლიეტუვის საგარეო უწყება ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში