ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანმა, ისლანდიამ და მოლდოვამ დაგმო

10 ივნისი 2024, 10:21 496 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საპარლამენტო არჩევნების“ პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის ალან გაგლოევის პარტია, მესამეზე კი „კომუნისტური“ პარტია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გუშინ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები დაგმო აზერბაიჯანმა, ისლანდიამ და მოლდოვამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება არჩევნების არცნობის შესახებ  გუშინვე გაავრცელა, რის შემდეგაც საქართველოს სუვერენიტეტის მომხრე ქვეყნების ნაწილმა საგარეო უწყებების გვერდებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

მხარდამჭერ განცხადებებში ნათქვამია, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს არ ცნობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში