გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - ბრიტანეთის საელჩო

10 ივნისი 2024, 14:35 493 ნახვა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში