პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

10 ივნისი 2024, 19:41 453 ნახვა

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბერლინი იქნება.  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად  ვიზიტით უკვე  გერმანიაშია. მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად მასპინძლობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მონაწილეობენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

მათ შორის იქნება ირაკლი კობახიძე. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატში. პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში, როგორც დელეგაციის წევრები ამბობენ, არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც ომის პირობებშია.  

რაც შეეხება თავად კონფერენციას _ უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმზე იმსჯელებენ თუ როგორ აღმოუჩინონ სხვადასხვა მიმართულებით უკრაინას დახმარება, რომ ქვეყანამ რუსეთის აგრესიის მიუხედავად აღდგენა შეძლოს. გარდა ამისა, ისაუბრებენ რა პროგრესი აქვს უკრაინას ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში