ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში

11 ივნისი 2024, 09:50 376 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ერთიანი ოსეთი“ ავრცელებს. პარტია აცხადებს, რომ ე.წ „პარლამენტში“ არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება“.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, რომელშიც საუბარია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ. ასევე აცხადებენ, რომ ასობით ბიულეტენზე  მელანი გაქრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში