ეკონომიკის მინისტრმა სლოვაკ კოლეგას უმასპინძლა

11 ივნისი 2024, 19:57 587 ნახვა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა და სლოვაკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა - პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ სურათზე ისაუბრეს და მათი ზრდა/განვითარების პერსპექტივები განიხილეს.  სლოვაკეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში