გასვლითი   სხდომა

30 მარტი 2017, 00:00 3218 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტებში გასვლითი სხდომები დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი, როგორც ნუგზარ სურმანიძე განმარტავს, მიმდინარე ჯანდაცვის პროგრამების განხილვა, მოსახლეობაში არსებული პრობლემების გაცნობა და მათი ჩართულობით მომავალი წლის პროგრამების დაგეგმვაა. კომისიამ ანგარიში  დღეს შუახეველ ამომრჩევლებს ჩააბარა.  სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა, რომელიც შეხვედრის მონაწილეებისგან ინიციატივებს უკვე ელოდება. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს გასვლით სხდომას ადგილობრივი პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და რაიონული საავადმყოფოს მედ-პერსონალი ესწრებოდა. 

ამავე კატეგორიაში