თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

12 ივნისი 2024, 17:55 491 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს ალბერტ კასტელანოს მადუელეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. შეხევედრას ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან  მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობასა, ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონებს შორის  ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. „გენერალურ ასამბლეას და შავი ზღვის მე-8 სამიტს“ ბათუმი მასპინძლობს. ღონისძიებას, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, წევრი ქვეყნების რეგიონებიდან ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები დაესწრებიან.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში