ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

12 ივნისი 2024, 17:57 445 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 20 ივნისის ნაცვლად 14 ივნისს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. გადაწყვეტილება  უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძესთან შეთანხმებიდ მიიღო. მანამ კი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

ნინო ნიჟარაძეს დეპუტატები უმაღლეს საბჭოში ხვალ, 11 საათისთვის ელოდებიან. მინისტრი, კანონმდებლებს  სამინისტროს გასული წლის საქმიანობის შესახებ მოუყვება. რიგგარეშე და პლენარული სხდომები დღეს ბიუროზე ჩაინიშნა. სხდომაზე ასევე მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 8 მილიონზე ცოტა მეტი იქნება. განიხილეს ასევე  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2023 წლისა და 2024  წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშები. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში