გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიში პარლამენტში

12 ივნისი 2024, 19:50 398 ნახვა

რა იყო და რჩება ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში მთავარ გამოწვევად? სუს-ის უფროსი ნომერ პირველ საფრთხედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას ასახელებს. სუს-ის საქმიანობის ანგარიში კანონდემდებლებს გრიგოლ ლილუაშვილმა ჩააბარა. 

საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებზე, ამ ნაწილში კი ახსენა თამაზ გინტურის მკვლელობა. 53 გვერდიან დოკუმენტში საფრთხეებს შორის სახელდება ჰიბრიდული ომიც. 

გამოწვევებს შორის დაასახელა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანია. რა პრევენციული ღონისძიებები გაატარა უწყებამ ამ ყველაფრის პრევენციისთვის და როგორ აფასებენ კანონმდებლები გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წარდგენილ ანგარიშს სხდომაზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში