შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესთან 

14 ივნისი 2024, 10:50 410 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. განიხილეს საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.

საუბარი შეეხო საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების საკითხს და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები.

ამასთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნდა ინსტრუქცია, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში