პრეზიდენტმა სამიტზე რუსულ საფრთხეებზე ისაუბრა

16 ივნისი 2024, 15:05 374 ნახვა

მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში დღეს სრულდება.  - უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია კიევის ინიციატივით ტარდება და მიზნად ისახავს  უკრაინაში ომის დასრულების გზების ძიებას. 

მშვიდობის სამიტში მსოფლიოს 57 სახელმწიფოს მეთაურთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მონაწილებს. სალომე ზურაბშივილმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის დასრულებასა და ერთად დგომაზე ისაუბრა. 

პრეზიდენტის თქმით, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს.-თქვა პრეზიდენტმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში