ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ - ჯოზეფ ბორელი

16 ივნისი 2024, 21:15 413 ნახვა

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ევროპული მომავლის შესახებ კარგი საუბარი ჰქონდა.

„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში