წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშით ვამაყობ - ვილი სანიოლი

19 ივნისი 2024, 10:23 745 ნახვა

მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეუძლებელია, წაგებით კმაყოფილი და გახარებული ვიყო, მაგრამ ჩვენ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რა ფეხბურთიც ვითამაშეთ.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილებაა და განვითარებაში ეს მატჩები აუცილებლად დაგვეხმარება. ტურნირს ყველა ჩვენგანმა სხვა თვალით უნდა შევხედოთ – ესაა საქართველოსთვის ჯილდო, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება.

ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მთავარია, კარგი მატჩები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, შაბათსაც ასეთსავე ფეხბურთს ვაჩვენებთ", - განაცხადა სანიოლმა.

ღირსეულად შეაფასა საქართველოს ნაკრები თურქეთის მთავარმა მწვრთნელმაც. ვინჩენცო მონტელას თქმით, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში