საკანონმდებლო პაკეტი ,,ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ''

20 ივნისი 2024, 17:53 344 ნახვა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს კენჭი. რატი იონათამიშვილის განცხადებით,  კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან,  არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან,  სქესის შეცვლასა და სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებასა და ასევე, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშიებული სხვადასხვა საკითხი.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება, რომელიც, ასევე, ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებას ითვალისიწნებს. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია,  მიაჩნიათ, რომ საკითხი არაკონსტიტუციურია და შესაბამისად არ აპირებენ განხილვებში მონაწილეობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში