პრეიდენტის მოწოდება ელჩებს - შეფასებები

22 ივნისი 2024, 14:55 359 ნახვა

პრეზიდენტის მიმართვას საქართველოს ელჩების მიმართ, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ,  რომ დიპლომატების პოზიციები ქვეყნის საგარეო ვექტორის დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაშია ნათქვამი, დროა მათ არჩევანი გააკეთონ.

უმრავლესობაში კი ისევ პრეზიდენტს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ,  რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანას საჯაროდ ღალატობს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არჩევანი გააკეთონ, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებას სთავაზობს პრეზიდენტი დიპლომატებს, სალომე ზურაბიშვილის ვრცელ მიმართვაში არ წერია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში